Sunday, November 1, 2015

ტრენინგის შეჯამება

გავიარე ტრენინგი ინტელის სასწაცლო კურსზე.გავეცანი კურსის მიზნებს-პროექტის დამუშავება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.პროექტზე მაქვს ნამუშევარი,  მაგრამ არ გამომიყენებია საინფორმაციო ტექნოლოგიები,რაც ჩემთვის საჭირო და აუცილებელი იყო.
შევქმენით პორტფოლიოს საქსღალდე,რომელშიც განლაგდა 6 საქაღალდე.თითოეულში მოვათავსეთპროექტის დასამუშავებლად საჭირო მასალები.ამსაქაღალდეებს გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეთა ნამუშევრების მოსათავსებლად
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ავირჩიე პროექტის თემა და ვიმუშავე ამ თემაზე პროექტის ყველა კომპონენტზე.ვისწავლე ბუკლეტების დამზადება, რაც ჩემთვის სიახლე იყო, ვფიქრობ ეს მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება.
გავეცანით პროექტის სტრატეგიებს დავწერე შინაარსი. განვსაზღვრე პპოექტის მიზანი.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, რაც პროექტის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია. ესეც ჩემთვის იყო სიახლე.
ვისწავლე პროექტის მუშაობის დროს როგორ უნდა მივუდგე სპეციალური საჭიროების მოსწავლეებს, რისთვისაც გამოვიყენებ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს.
ვისწავლე როგორ და რა მიზნითგამოვიყენო პროექტზე მუშაობის დროს ინტერნეტკავშირები.
ვისწავლე პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე,ბლოგში მუშაობა.სურათის ბლოგში გადატანა, სიის გაჯეტზე როგორ ვიმუშაოთ.
ეს ტრენინგი ჩემთვის იყო მრავლისმომცემი. მიღებულ ტექნოლოგიურ ცოდნას მუდმივად გამოვიყენებ პროექტის დამუშავების დროს, რომ მოსწავლეებს გამოვუმუშავო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
ეს ტრენინგი კიდევ უფრო აამაღლებს ჩემს პროფესიულ განვითარებას. ჩემი ტრენინგზე მუშაობა იყო ნაყოფიერი და საინტერესო.

Saturday, October 31, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ გამეორებით. ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე. ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლის ფასილიტაციის რესურსი და გამოვყავით ძირითადი ეტაპები.ამ მიმართულებას გამოვიყენებ  პროექტის დამუშავების დროს.გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და შევასწორეთ, დავარქვით სათაურები,მოვწესრიგეთ საქაღალდეები.
შევისწავლეთ ბლოგში  გაჯეტის ჩასმა და მისი რედაქტირება,

Wednesday, October 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ გამეორებით. შემდეგ განვიხილეთ საკითხი თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ სპეციალური საჭიროების მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის დროს.როგორ გამოვიყენოთ მათი შესაძლებლობები პროექტის მიმდინარეობის დროს.
ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე. განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობის სამივე ეტაპი თავისი დავალებებით.ნასწავლ ცოდნას გამოვიყენებ პროექტის დამუშავების დროს.

Sunday, October 25, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე


ტრენინგის მეექვსე დაიწყო ნასწავლი მასალის გამეორებით. ვიმუშავეთ მოსწავლეთა პრეზენტაციაზე, პრეზენტაციის ეტაპებზე. ვიმუშავეთ პაუვერ პოინტში პროექტის გეგმის შედგენაზე, განვიხილეთ შეფასების რუბრიკებზე, განვიხილეთ პროექტის სასწავლო პროცედურები.

Saturday, October 24, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე



ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთწინა მასალის გამეორებით. შევისწავლეთ ინტერნეტკავშირში მუშაობა სურათების მოძებნა და საქაღალდეში გადმოტანა. განვაგრძეთ პროექტძე მუშაობა, ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის ჩასმა პროექტში, ვიმუშავეთ საჭირო რესურსებზე. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა, სურათის ჩასმა, ფონის შეცვლა.

Sunday, October 18, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


ტრენინგის  მეოთხე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.გავაგრძელეთ პრუექტის გეგმაზე მუშაობა, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. რომლებიც დაგვეხმარება პროექტის შედეგის მიღებაში,ამ კითხვებს იაზრებენ და უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები. განვიხილეთ დროში გაწელილი  შეფასების გეგმა, რომელიც გვჭირდება მთელი პროექტის მუშაობის მანძილზე.დღეს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს.

Saturday, October 17, 2015

ტრენინგის მესამე დრე



ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით/ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავეცანით სტანდარტებს,დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი, რასაც მომდევნო მეცადინეობაზე გავშლი.განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი, ამისათვის ვისარგებლეთ ბლუმის აგანახლებული ტაქსონომიით და ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებით.ჩემი პროექტის შესაბამისად გამოვიყენე ზმნები.დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.