Sunday, November 1, 2015

ტრენინგის შეჯამება

გავიარე ტრენინგი ინტელის სასწაცლო კურსზე.გავეცანი კურსის მიზნებს-პროექტის დამუშავება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.პროექტზე მაქვს ნამუშევარი,  მაგრამ არ გამომიყენებია საინფორმაციო ტექნოლოგიები,რაც ჩემთვის საჭირო და აუცილებელი იყო.
შევქმენით პორტფოლიოს საქსღალდე,რომელშიც განლაგდა 6 საქაღალდე.თითოეულში მოვათავსეთპროექტის დასამუშავებლად საჭირო მასალები.ამსაქაღალდეებს გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეთა ნამუშევრების მოსათავსებლად
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ავირჩიე პროექტის თემა და ვიმუშავე ამ თემაზე პროექტის ყველა კომპონენტზე.ვისწავლე ბუკლეტების დამზადება, რაც ჩემთვის სიახლე იყო, ვფიქრობ ეს მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება.
გავეცანით პროექტის სტრატეგიებს დავწერე შინაარსი. განვსაზღვრე პპოექტის მიზანი.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, რაც პროექტის სწორი წარმართვისათვის აუცილებელია. ესეც ჩემთვის იყო სიახლე.
ვისწავლე პროექტის მუშაობის დროს როგორ უნდა მივუდგე სპეციალური საჭიროების მოსწავლეებს, რისთვისაც გამოვიყენებ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს.
ვისწავლე როგორ და რა მიზნითგამოვიყენო პროექტზე მუშაობის დროს ინტერნეტკავშირები.
ვისწავლე პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე,ბლოგში მუშაობა.სურათის ბლოგში გადატანა, სიის გაჯეტზე როგორ ვიმუშაოთ.
ეს ტრენინგი ჩემთვის იყო მრავლისმომცემი. მიღებულ ტექნოლოგიურ ცოდნას მუდმივად გამოვიყენებ პროექტის დამუშავების დროს, რომ მოსწავლეებს გამოვუმუშავო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
ეს ტრენინგი კიდევ უფრო აამაღლებს ჩემს პროფესიულ განვითარებას. ჩემი ტრენინგზე მუშაობა იყო ნაყოფიერი და საინტერესო.